воскресенье, 5 июня 2016 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე უკუკავშირი როგორც დადებითი ასევე ხარვეზების. შევაფასე კოლეგების პროექტები მათი სუსტი და ძლერი მხარეები. გავითვალისწინე რეკომენდაციები და ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა. საბოლოოდ გადავავლე თვალი პროექტის დოკუმენტაციას, ჩავასწორე და განვაახლე როგორც დისკზე აგრეთვე ბლოგზე.
ეს ტრენინგი იყო ძალზედ საინტერესო, განვავითარე კომპიუტერზე ცოდნის დონე. კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები კიდე ჩატარდება. შევისწავლეთ ინტერნეტთან მუშაობის ახალი სტილი და მიდგომები.    

суббота, 4 июня 2016 г.

მერვე დღე

დავხვეწე პროქტის გეგმა, შევუსაბამე რესურსები პროცედურებს. შევქმენი ინტერნეტ საიტების ჩამონათვალი, გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო,მოვემზადე პროექტის წარსადგენად. გავინაწილე თეთრი დაშავი პიარის როლი.
მომეწონა დღევანდელი დღის სამუშაო ვერსიები, ვიმუშავეთ პროექტზე.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას, ჩამოვწერე რეკომენდაციები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, დავხვეწე პროექტის გეგმა. პროექტის გეგმის პროცედურებში გავითვალისწინე საჭიროებები. შევიმუშავე ტექნიკური და პროგრამული რესურსების ჩამონათვალი, ასევე ინვენტარის დაბეჭდვითი მასალების ჩამონათვალი. განვაახლე ინფორმაცია დისკზე. მომეწონა თვითშეფასების ფორმა, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. 

суббота, 28 мая 2016 г.

მეექსვე დღე

გავეცანი ტექნოლოგიების ინტეგრირებას პროექტებით სწავლებისას,  დავიწყე შეფასების შექმნა, ვიმუშავე პროექტის გემის დახვეწაზე, განვაახლე ინფორმცია დისკზე, გავუკეთე კომენტარები კოლეგებს.

მეხუთე დღე

დღეს გავეცანი საავტორო უფლებებს, რომალთა დაცვითაც გადმოვწერე სურათები და დავიწყე ციტირებლი დოკუმენტის შექმნა. გავეცანი მოძიებული მასალის სანდოობას და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ გამოვაქვეყნე რეფლექსია.  

суббота, 14 мая 2016 г.

მეოთხე დღე

დღეს ჩვენ ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, დავხვეწე საკვანძო კითხვები, დავწერე შეფასების დოის ჩარჩო. მოვამზადე პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგში.


четверг, 12 мая 2016 г.

მესამე დღე

უკეთ შევისწავლეთ და დავხვეწეთ სხვადასხვა მასალების გადმოტანა, შენახვა, დაკოპირება და გადატანა. ვისწავლეთ სტანდარტების მოძიება და გადმოტანა. აგრეთვე გადმოვიტანეთ ეროვნული სასწვლო გეგმა, რომელიც მოვარგეთ ჩვენს სასწავლო გეგმას. აგრეთვე გმაილში მოვახდინეთ ძველი ფაილების ამოშლა და ახალი ფაილების ჩატვირთვა. აგრეთვე დავიწყეთ პროექტზე მუშაობა რომელსაც შევურჩიეთ სასურველი სახელი.